ესპანეთში ყოველწლიურად ტრადიციული ფესტივალი „ფქვილიანები“ ტარდება

ესპანეთის ქალაქ იბიში ყოველწლიურად, დეკემბრის ბოლოს, Els Enfarinats – „ფქვილიანების“ ბრძოლა ეწყობა, რომლის დროსაც მონაწილეები სამხედრო ტანსაცმელს იცვამენ და იმიტირებულ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ.
Els Enfarinats-ის „გადატრიალების“ დროს მონაწილეები ფქვილითა და კვერცხებით იბრძვიან და ძალიან ერთობიან. 200-წლიანი ტრადიცია „წმინდა უდანაშაულოების დღის“ ნაწილია, რომლის დროსაც ესპანეთში დიდი მხიარულებაა.