ამასთან, გამოსვლას ოპოზიციური სახალხო პარტიის ლიდერი ალბერტო ნუნეს ფეიხოო დაესწრო.
სადავო შეთანხმების მიხედვით, გამოცხადდება ამნისტია, რომელიც შეეხება ადამიანებს, ვისაც 2012 წლიდან 2023 წლამდე კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებული ბრალდებები აქვთ წაყენებული.
ამასთან, შეთანხმებაში წერია, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტია ერთად კატალონიისთვის ესპანეთის კონსტიტუციის ფარგლებში კატალონიის პოლიტიკური მომავლის შესახებ თვითგამორკვევის რეფერენდუმის ინიციატივას წარადგენს. მასშივე წერია, რომ სოციალისტური პარტია კატალონიის ავტონომიის სასამართლო გზებით გაფართოებას დაუჭერს მხარს.
სანაცვლოდ, ერთად კატალონიისთვის სანჩესს მხარი დაუჭირა და შესაძლებლობა მისცა, პრემიერად კიდევ ერთი ვადით არჩეულიყო.