ესპანეთში პოლიციამ, FBI-მ და ინტერპოლმა ე.წ. ქართული მაფიის 30-ზე მეტი წევრი დააკავა

ესპანური მედიის ცნობით, ადგილობრივი პოლიციის, -ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსა (FBI) და ინტერპოლის მიერ ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ე.წ ქართული მაფიის 30-ზე მეტი წევრი დააკავა.
მათივე მითითებით, ქართული კრიმინალური ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი სახლების ძარცვა და ფულის გათეთრება იყო.
სპეცოპერაციაში 350-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული, რომელთაც 30-ზე მეტი ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს ქალაქ ბარსელონასა და მის შემოგარენში.
ჩატარებულ ოპერაციას “Shodka” უწოდეს, რაც სლავური სიტყვაა და არყის თანხლებით წარმართულ მეგობრულ შეხვედრებს ნიშნავს.