ესპანეთში იანუკოვიჩის მრჩეველი მოკლეს

ესპანეთში უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი მოკლეს.
Reuters-ის ცნობით, უცნობმა პირმა პორტნოვს ცეცხლი გაუხსნა მადრიდის მდიდრულ გარეუბანში, ამერიკული სკოლის მიმდებარედ.
რადიო Cadena SER-ის ცნობით, ამ დროს პორტნოვს სკოლაში შვილები მიჰყავდა.
ესპანეთის პოლიციას მოკლულის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა მედიის ცნობით, ის 51 წლის უკრაინელი ყოფილი პოლიტიკოსია.
„უკრაინული პრავდას“ ცნობით, სამართალდამცავები ამჟამად ორ ვერსიას განიხილავენ: ანგარიშსწორებას ორგანიზებული დანაშაულის ფარგლებში ან პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობას.
ანდრეი პორტნოვი იყო პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მრჩეველი. მანამდე, 2005-2010 წლებში ის იულია ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბის იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იანუკოვიჩის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუსეთში წავიდა და ში დაბრუნდა 2019 წელს, ს ინაუგურაციის წინ.
პორტნოვი უკრაინის სასამართლოების ჩრდილოვან კურატორად ითვლებოდა.
2018 წელს პორტნოვის წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სახელმწიფო ღალატის მუხლით. თუმცა, 2019 წელს პორტნოვმა ტელეგრამის არხზე გამოაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მის წინააღმდეგ საქმე დახურა და შესაბამისი დოკუმენტები გამოაქვეყნა.
2020 წელს მაშინდელმა გამოძიების სახელმწიფო ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე სოკოლოვმა თქვა, რომ არსებობდა „გავლენის ჯგუფები“ სამართალდამცავ უწყებებში, რომლებიც საგამოძიებო საიდუმლოებასა და გამოძიების მნიშვნელოვან დეტალებს ყოფილ ოფიციალურ პირებს, კერძოდ, პორტნოვს უზიარებდნენ.
2021 წელს -მა პორტნოვს და მის საქველმოქმედო ფონდს სანქციები დაუწესა.