ესპანეთში არეულობის გამო, რომელიც მიგრანტების წინააღმდეგ პროტესტმა გამოიწვია, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ტორე პაჩეკოში არეულობის გამო, რომელიც მიგრანტების წინააღმდეგ პროტესტმა გამოიწვია რამდენიმე ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პოლიციის მნიშვნელოვანი რაოდენობის განლაგების მიუხედავად, ქუჩებში ხელკეტებით შეიარაღებული ჯგუფები დადიან და უცხოური წარმოშობის ადამიანებს ეძებენ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მაგრამ აცხადებენ, რომ ძალადობის გამო სულ მცირე ერთი ადამიანი დააკავეს.
არეულობა ორი დღის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 68 წლის მამაკაცმა ესპანურ მედიას განუცხადა, რომ ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის სამმა ახალგაზრდამ ქუჩაში სცემა. თავდასხმა გადაიღეს და სოციალურ მედიაში გაავრცელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?