ესპანეთმა უკრაინას ტანკები გადასცა

ესპანეთმა ს ტანკები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში Leopard 2A4-ის 10 ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები შედის.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტანკები მომავალ შაბათ-კვირას პოლონეთში იქნება და შემდეგ მათი ტრანსპორტირება უკრაინაში მოხდება.
„ამ მნიშვნელოვანი გადაადგილების ყველა ეტაპზე უსაფრთხოების შესაბამისი ზომებია მიღებული“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტის ჩათვლით, ესპანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ტანკების საერთო რაოდენობამ 20-ს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ