ესპანეთმა რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემა შეაჩერა, გერმანიამ კი გაცემის წესი გაამკაცრა

ესპანეთმა რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემა შეაჩერა, გერმანიამ კი გაცემის წესი გაამკაცრა.
როგორც დასავლური მედია წერს, ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი სწორედ რუსებისთვის ვიზების შეზღუდვას ითვალისწინებს.
ევროკავშირი ემზადება გაამკაცროს თავისი პოზიცია ს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც მის აღმოსავლეთ საზღვარზე წევრი ქვეყნების მხრიდან წლების განმავლობაში ზეწოლა ხორციელდებოდა.
ევროკომისიის წარმომადგენელმა POLITICO-ს განუცხადა, რომ ბლოკის ქვეყნებისთვის ახალი სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს, რეკომენდაციას უწევს უფრო მკაცრ შეზღუდვებს რუსებისა და სხვა მტრულად განწყობილი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე.
ევროკავშირმა უკვე გააუქმა რუსეთთან ვიზების გამარტივებული რეჟიმის შეთანხმება 2022 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რამაც განაცხადის პროცესი უფრო ძვირი და რთული გახადა, თუმცა, ვიზები ცალკეული წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიის აღმასრულებელ ორგანოს არ შეუძლია რუსებისთვის ბლოკში შესვლაზე სრული აკრძალვის დაწესება.
შედეგად, ეროვნული პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება, ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა პოლონეთი, ჩეხეთი, ფინეთი, ლატვია, და ლიეტუვა, ბლოკავს ან მკაცრად ზღუდავს რუსებისთვის ვიზების განაცხადებს, გარდა კონკრეტული შემთხვევებისა; ზოგი კი, მათ შორის უნგრეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია, აგრძელებს მათ უფრო ლიბერალურად გაცემას.
კომისიის მონაცემებით, 2024 წელს ნახევარ მილიონზე მეტმა რუსმა მიიღო შენგენის ვიზა. ეს მნიშვნელოვანი ზრდა 2023 წელთან შედარებით, თუმცა ჯერ კიდევ გაცილებით დაბალია ომამდელ მაჩვენებელზე. 2019 წელს 4 მილიონზე მეტი გაიცა.
საკამათო სახელმძღვანელო პრინციპები (რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია) განიხილება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგი პაკეტის ნაწილად.