ესპანეთმა ანაზღაურებადი „კლიმატური შვებულება“ შემოიღო. „ევროპულსის“ ინფორმაციით, შვებულებით სარგებლობა შესაძლებელია ექსტრემალური ამინდის პირობებში.
მოსალოდნელი სახიფათო ამინდის შესახებ ოფიციალური გაფრთხილების შემთხვევაში (წყალდიდობა, ქარიშხლები, ექსტრემალური სიცხე), თანამშრომლები ანაზღაურების დაკარგვის გარეშე სახლში დარჩებიან ოთხი დღის განმავლობაში. თუ ოთხი დღე საკმარისი არ არის, დასაქმებულებს შეეძლებათ სამუშაოდ ნახევარ განაკვეთზე დაბრუნება.
კანონი მიღებული იქნა ოქტომბრის ბოლოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში დამანგრეველმა წყალდიდობამ ორასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ამ მოვლენების შემდეგ, რამდენიმე კომპანია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ თანამშრომლებს სთხოვდნენ სამუშაოზე დასწრებას, მიუხედავად ექსტრემალური ამინდის პირობებისა.