ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ირანის ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივცრე ჩაკეტა.
“ჩვენ არ მივცემთ მათ მორონისა და როტას [სამხედრო ბაზების] გამოყენების უფლებას ირანის ომთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედებისთვის,” განაცხადა მან. მისივე თქმით, ესპანეთმა “ეს თავიდანვე ნათლად განუცხადა ამერიკის მთავრობას.”
საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანია, არ გააკეთონ “არაფერი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამ ომის ესკალაციას.”
ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი ირანში აშშ-ისრაელის სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე იყო.
აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება ესპანეთის ხელისუფლების დამოკიდებულების მიმართ. ის მარტის დასაწყისში იმუქრებოდა, რომ ესპანეთთან ვაჭრობას გაწყვეტდა.