ესპანეთმა გაიწვია თავისი ელჩი არგენტინაში პრეზიდენტ მილეის მკვახე გამოსვლის შემდეგ

ესპანეთმა კონსულტაციებისთვის გაიწვია არგენტინაში თავისი ელჩი – ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ს მკვახე განცხადებების შემდეგ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მისამართით.
მადრიდში, ევროპარლამენტში არჩევნების წინ, ესპანეთის მემარჯვენე ოპოზიციური პარტიის, Vox-ის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე გამოსვლისას, მილეიმ გააკრიტიკა ესპანეთის ახლანდელი მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა და სანჩესი და მისი ცოლი კორუფციაში დაადანაშაულა. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი გამოვიდა საგანგებო განცხადებით, რომელშიც მოუწოდა მილეის, საჯაროდ მოეხადა ბოდიში.
მისი თქმით, არგენტინის ლიდერის განცხადებები “უპრეცედენტოა საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში და მითუმეტეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, რომლებსაც მჭიდრო ძმური კავშირი აერთიანებთ”. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, “დაუშვებელია, რომ მოქმედი პრეზიდენტი ესპანეთში ვიზიტის დროს შეურაცხყოფას აყენებდეს ესპანეთს და ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელს”.
მილეიმ, რომელიც თავს ლიბერტარიანელს უწოდებს, გასულ წელს გაიმარჯვა არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში, ის რადიკალურ ანტისოციალისტურ რიტორიკას იყენებდა. ამ დროს, ესპანეთის ხელისუფლებაში იმყოფება კოალიცია, რომელსაც სათავეში უდგას სოციალისტური მუშათა პარტია.
მადრიდში მომიტინგეებისადმი მიმართვისას, არგენტინის პრეზიდენტმა მოუწოდა მათ “უკან არ დაეხიათ სოციალიზმის წინაშე”. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ ესპანელი მემარჯვენეების სხვა უცხოელი მოკავშირეებიც – კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი “ნაციონალური გაერთიანებიდან”, მარინ ლე პენი და (ვიდეოკავშირით) იტალიისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები – ჯორჯა მელონი და .
პრემიერმა სანჩესმა, თავის მხრივ, მიტინგს უწოდა შეკრება “საერთაშორისო ულტრამემარჯვენეების”, რომლებსაც „სძულთ ყველაფერი, რასაც წარმოადგენს ესპანეთი – ფემინიზმი, სოციალური სამართლიანობა და მშრომელთა ღირსება”.
ივნისის დასაწყისში ჩატარდება არჩევნები ევროპარლამენტში, რომელზეც მემარჯვენეებს – ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემებისა და მიგრაციასთან დაკავშირებული შიშების ტალღაზე – წარმატების მიღწევის იმედი აქვთ.
სააგენტოები მილეის “მსოფლიო მემარჯვენეების ვარსკვლავს” უწოდებენ, მისი მთავრობა ცდილობს განახორციელოს რეფორმები, რომლებმაც, არგენტინის პრეზიდენტის აზრით, უნდა მოიტანონ ეკონომიკური ზრდა და გააფართოონ სამოქალაქო თავისუფლება. მილეის ოპონენტები პროტესტს გამოხატავენ მათ წინააღმდეგ და მათ ანტისოციალურს უწოდებენ.