ესპანურმა მაუწყებელმა RTVE-მა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომელიც გულისხმობს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ მასში ისრაელი მიიღებს მონაწილეობას.
RTVE-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ წინადადება მაუწყებლის მმართველ ორგანოში ხმათა უმრავლესობით – ათი ხმით ოთხის წინააღმდეგი მიიღეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესპანეთი არის პირველი ქვეყანა ე.წ. „დიდი ხუთეულიდან“ – საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და გაერთიანებული სამეფო – რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ისლანდიამ, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა და სლოვენიამ – ასევე მიანიშნეს, რომ მსგავს ნაბიჯს განიხილავენ.
RTVE-ში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მეტ ზეწოლას მოახდენს ევროპის მაუწყებლობის კავშირის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართება და ისრაელის ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მიიღებს.
