ესპანეთი ძლიერ ხანძრებს ებრძვის – ცეცხლი 200 ჰექტარ ტყეს უკიდია

ტყის ხანძრები ესპანეთში – ძლიერი სტიქიის გამო ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, პორტუგალიის საზღვრის მახლობლად, ცეცხლი 200 ჰექტარ ტყეს უკიდია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რა დროსაც 65 წლის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ხანძარი 17 აგვისტოს, კასტილიისა და ლეონის პროვინციის ზამორას მუნიციპალიტეტის ტყეში, პორტუგალიის საზღვრიდან, დაახლოებით, 10 კილომეტრში გაჩნდა.