ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მადრიდის “რეალის” შემტევის ვინისიუსის განცხადებას უპასუხა.
როგორც იცით, ბრაზილიელმა თავდამსხმელა თქვა, რომ თუ თუ ესპანეთში რასიზმი არ დამარცხდება, 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ამ ქვეყანაში არ უნდა ჩატარდეს.
“ვინისიუსის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ რაღაც მითხრეს. ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის, ესპანეთი თანაცხოვრების, პატივისცემის, ინტეგრაციის მაგალითია… მაგალითი, რომელსაც ბევრმა უნდა მიბაძოს.
რა თქმა უნდა, არასასურველი სიტუაციები ყოველთვის ხდება. მე ვამტკიცებ, რომ ესპანეთი არ არის რასისტული ქვეყანა და აქ არის ბევრი მაგალითი, რომელსაც ბევრმა ქვეყანამ
უნდა მიბაძოს.
ესპანეთში, მაროკოში და პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატი უნიკალური მოვლენა იქნება. ეს იქნება წარმატება”, – თქვა დე ლა ფუენტემ სერბეთთან ნაკრებთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.