ესპანეთი, ირლანდია და ნორვეგია დღეს პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებენ

სამი ევროპული ქვეყანა ოფიციალურად დღეს ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და ამით, შეუერთდება 144 სხვა ქვეყანას, რომლებმაც უკვე გადადგეს ეს ნაბიჯი.
ირლანდიის კაბინეტი, სავარაუდოდ, დაადასტურებს გადაწყვეტილებას ამ დილით პარლამენტში რამდენიმესაათიანი დებატების შემდეგ.
გუშინ სიტყვით გამოსვლისას ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა თქვა: „ჩვენ გვჯერა სა და პალესტინის სახელმწიფოს არსებობის, რომლებიც გვერდიგვერდ უნდა ცხოვრობდნენ მშვიდობასა და სტაბილურობაში. ჩვენ გვჯერა ამის იმ დროს, როდესაც სხვები ცდილობენ დაბომბონ ეს იმედი”.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კი ამბობს, რომ პალესტინის სახელმწიფოს არსებობა „მშვიდობის ერთადერთი გზაა“.
„პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის საკითხია, არამედ ამით ჩვენ ყველანი მშვიდობის დამყარებისკენ მივისწრაფვით“, – განაცხადა სანჩესმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის