ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის თქმით, ესპანეთი პალესტინაში მომუშავე გაეროს სააგენტოს დაფინანსებას 3.5 მილიარდი ევროთი გაზრდის.
გაეროს პალესტინის სააგენტოს UNRWA-ს უსმხვილესმა დონორებმა, მათ შორის აშშ-მ და გერმანიამ, დაფინანსება შეუჩერეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ UNRWA-ს 12 თანამშრომელი ისრაელის დაზვერვის სამსახურმა ჰამასთან თანამშრომლობაში, კერძოდ 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობაში დაადანაშაულა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ არასწორი ნაბიჯი იქნება გაეროს პალესტინის სააგენტოსთვის ახლა დაფინანსების შეჩერება. ამ განცხადების მიუხედავად, აღნიშნულ სააგენტოს დაფინანსებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა შეუჩერა.
2023 წელს ესპანეთმა UNRWA 18.5 მილიონი ევროთი დააფინანსა, აქედან 10 მილიონი ევრო დახმარების პაკეტს 2023 წლის დეკემბერში ომის გამო მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო დაემატა.