ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ოთხგზის ევროპის ჩემპიონია

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონია. ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.
მატჩის 47-ე წუთზე ლამინე იამალის პასით ნიკო უილიამსმა დარტყმა შეასრულა და ესპანეთი 1:0 დააწინაურა. 73-ე წუთზე ინგლისმა პალმერის გოლით გაათანაბრა ანგარიში. ხოლო 86-ე წუთზე ოიარსაბალმა ესპანეთს კიდევ ერთი გოლი მოუტანა. ამრიგად, ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
რაც შეეხება ინგლისს, ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ თამაშობდა. ინგლისმა ევრო 2020-ზე ფინალში იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში წააგო.
ევრო 2024 გერმანიაში მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით