Reuters-ი იტყობინება, რომ ესპანეთის სამხრეთის პატარა ქალაქში გვიან საღამოს, შეტაქება მოხდა ულტრამემარჯვენე ჯგუფებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ აფრიკელ მიგრანტებს შორის.
ძალადობრივი შეტაკებები გამოიწვია კვირის დასაწყისში უცნობი პირების თავდასხმას ხანდაზმულ კაცზე.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა Reuters-ს უთხრეს, რომ ტორე-პაჩეკოში არეულობის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა და ერთი დააკავეს.
ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ინციდენტია.
კვირას, 13 ივლისს, ქალაქში უფრო მშვიდი ვითარება იყო, თუმცა სამთავრობო წყაროების ცნობით, მოსალოდნელია კიდევ რამდენიმე დაპატიმრება.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ესვრიან ერთმანეთს სხვადასხვა საგნებს პირები ულტრამემარჯვენე სიმბოლოებით და მიგრანტები, რომლებსაც მაროკოს დროშები უჭირავთ 13 ივლისის ღამით მომხდარი ძალადობის დროს, რომელიც რამდენიმედღიანი შედარებით მცირე არეულობის შემდეგ მოხდა.
ადგილობრივ მოსახლეობასა და მიგრანტებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სამი დღის წინ ქუჩაში ხანდაზმულ კაცს თავს დაესხნენ. თავდასხმის მიზეზები გაურკვეველია და არავინ დაუკავებიათ.
ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელმა რეგიონში, მარიოლა გევარამ, ესპანეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ თავდასხმას გამოძიება მიმდინარეობს.
მან ასევე დაგმო „სიძულვილის ენა“ და „ძალადობისკენ წაქეზება“, რადგან ქალაქში ულტრამემარჯვენე ჯგუფები შევიდნენ და განაცხადა, რომ შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად სამოქალაქო გვარდიის დამატებითი თანამშრომლები იქნებიან ჩაყვანილი.
ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, ტორე-პაჩეკოს მოსახლეობის თითქმის მესამედი უცხოური წარმოშობისაა.
ფორუმი