ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ ესპანეთის წვლილი და ერთგულება უდავოა

ესპანეთი ნატო-ს სანდო წევრია და ამჟამად ალიანსის ფარგლებში 3 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, – ასე გამოეხმაურა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას „ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ ესპანეთის წვლილი და ერთგულება უდავოა“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი ესპანეთს სავაჭრო სანქციებით, მათ შორის ტარიფებით, დაემუქრა და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ესპანეთი თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქციის 5%-მდე არ ზრდის.
„ძალიან უკმაყოფილო ვარ ესპანეთით. ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავისი რიცხვი 5%-მდე არ გაზარდა. ამიტომ ესპანეთით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ მათთვის სავაჭრო სანქციების დაწესებაზე ტარიფების მეშვეობით იმის გამო, რაც მათ გააკეთეს და ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს გავაკეთო“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…