ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ბელგიელ კოლეგასთან ერთად ისრაელში ჩავა

ხუთშაბათს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ბელგიელ კოლეგასთან, ალექსანდერ დე კროოსთან ერთად ისრაელს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.
ესპანეთისა და ბელგიის ლიდერები ისრაელში პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ, იცხაკ ჰერცოგს შეხვდებიან.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, სანჩესი და დე კროო რამალაში პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთანაც გამართავენ შეხვედრას.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას