ესპანეთის პრემიერ-მინისტრი – „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში გენოციდის ჩამდენების დაუსჯელობას არ ნიშნავს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში გენოციდის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
„მშვიდობა არ ნიშნავს დავიწყებას, არ ნიშნავს დაუსჯელობას“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.
მისი თქმით, ღაზაში ჩადენილი გენოციდის ჩამდენებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.
„მათ, ვინც ღაზაში ჩადენილი გენოციდის მთავარი მონაწილეები იყვნენ, მართლმსაჯულების წინაშე პასუხი უნდა აგონ, დაუსჯელობა არ შეიძლება“, – აღნიშნა სანჩესმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება