ესპანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე რჩება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე რჩება
რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პერდო სანჩესმა თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
25 აპრილს, კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა.
როგორც ცნობილი გახდა, ამის მიზეზია პრემიერის მეუღლე – ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. მედიის ცნობით, საქმის გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა უწყებამ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან.
ცნობისთვის, 27 აპრილს, ესპანეთის „სოციალისტური პარტიის“ მხარდამჭერებმა მადრიდში პარტიის შტაბ-ბინასთან აქცია გამართეს და ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს თანამდებობაზე დარჩენისკენ მოუწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ