ესპანეთის პრემიერ-მინისტრი – ესპანეთი უკრაინისთვის -სგან იარაღის შესყიდვის თაობაზე ნატო-ს ინიციატივას შეუერთდება

ესპანეთი უკრაინისთვის -სგან იარაღის შესყიდვის თაობაზე ნატო-ს ინიციატივას შეუერთდება, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
„ნატო-ს ინიციატივა PURL რამდენიმე კვირის წინ ჩამოყალიბდა. ესპანეთი, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და უკრაინის თავდაცვისა და მხარდაჭერის ერთგულია, ამ ინიციატივას შეუერთდება“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.
ამასთან, სანჩესი ესპანეთის თავდაცვის ხარჯების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ვალდებულებებს ასრულებს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის შემდეგ არა მხოლოდ ჩვენს ვალდებულებებს ვასრულებთ, არამედ წინა ადმინისტრაციების ვალდებულებებიც შევასრულეთ“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა