ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დეესკალაციის მოწოდებით გამოვიდა

19 სექტემბერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დეესკალაციის მოწოდებით გამოვიდა მაშინ, როცა, ლიბანის ხელისუფლების თანახმად, 37-ს მიაღწია პორტატიული საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა.
„დღეს ესკალაციის საფრთხე კვლავ სახიფათოდ იზრდება“ ლიბანში, განაცხადა სანჩესმა პრესკონფერენციაზე, რომელიც პალესტინის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან ერთად გამართა. „ამიტომ კვლავ უნდა გამოვიდეთ თავშეკავების, დეესკალაციისა და ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ახალი მოწოდებით მშვიდობის სახელით,“ დასძინა მან.
ისრაელს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი გასამხედროებული დაჯგუფება ჰეზბოლას მებრძოლების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების უპრეცედენტო ტალღაზე (ჰეზბოლა -ში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე