ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა იმედი გამოთქვა, რომ იგი ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაფართოების მოლაპარაკებას დაიწყებს მანამ, სანამ ესპანეთს 31 დეკემბერს ამოეწურება ბლოკის საბჭოს მორიგე, ექვსთვიანი თავმჯდომარეობის ვადა.
“ესპანეთის პრეზიდენტობის ვადა დავიწყე კიევში ვიზიტით, და იმედი მაქვს მას დავასრულებ ამ ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნით – იმ ფონზე, როცა უკვე ცნობილია ევროპული კომისიის ანგარიში” – უთხრა სანჩესმა ევროპის პარლამენტის წევრებს.
გასულ თვეში ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ რეკომენდაცია გასცა კიევთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებაზე, მაშინვე, როცა კიევი შეასრულებს ბოლო დარჩენილ პირობებს.