ესპანეთის პრემიერმა ნეთანიაჰუსს “სამშვიდობო კონფერენციის” იდეა შესთავაზა

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა ს პრემიერს, ს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებ საერთაშორისო სამშვიდობო კონცეფციის იდეა შესთავაზა.
მედიის ცნობით, დღესვე, სანჩესი ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსაც შეხვდა.
„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ მშვიდობის სერიოზული და სანდო პერსპექტივა. პოლიტიკური მოგვარების გარეშე, ჩვენ კვლავ შევუდგებით ძალადობის დაუსრულებელ ციკლს“, – თქვა სანჩესმა ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების შემდეგ.
სანჩესმა განაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგებმა მხარეებს შესთავაზეს სამშვიდობო კონფერენციის დაუყოვნებლივ ჩატარება. მისი თქმით, ევროკავშირმა, არაბთა ლიგამ და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ ამ იდეას მხარი დაუჭირეს.
„ისრაელის ინტერესებშია მშვიდობისთვის მუშაობა და დღეს მშვიდობა ნიშნავს სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელიც მოიცავს დასავლეთ სანაპიროს, ღაზას და აღმოსავლეთ იერუსალიმს, გაეროს რეზოლუციების მიხედვით“, – თქვა მან.