ესპანეთის პრემიერის განცხადებით, აშშ-ს ტარიფებისგან ეკონომიკის დასაცავად ესპანეთმა 14 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი წარადგინა

აშშ-ს ტარიფებისგან ეკონომიკის დასაცავად ესპანეთმა 14 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტი წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ესპანეთის პრემიერ-მინისტრზე, პედრო სანჩესზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, გეგმის მიზანს ესპანეთის ეკონომიკაზე -ის პრეზიდენტის, ს მიერ გამოცხადებული ტარიფების გავლენის შემსუბუქება წარმოადგენს.
სანჩესის ცნობით, პაკეტი 7,4 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ დაფინანსებას ითვალისწინებს, ხოლო დარჩენილი თანხების გამოყოფა არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის შეღავათიანი სესხების სახით მოხდება.
„აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ტარიფებით შეტევა მეგობრებსა და მტრებს არ განასხვავებს, იდეოლოგიისა და სავაჭრო ბალანსის საფუძველზე დისკრიმინაციას არ ახდენს, ეს ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.
ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიას ფონდის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფებიდან მიღებული შემოსავლებით დაფინანსდება.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს – 20%-იანი, ვიეტნამს – 46%-იანი, ტაივანს – 32%-იანი, იაპონიას – 24%-იანი, ინდოეთს – 26%-იანი, სამხრეთ კორეას – 25%-იანი, ტაილანდს – 36%-იანი, შვეიცარიას – 31%-იანი, ინდონეზიას – 32%-იანი, მალაიზიას – 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს – 10%-იანი, ისრაელს – 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას – 30%-იანი.