ესპანეთის პოლიცია პარასკევს, 20 ივნისს მმართველი სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინაში შევიდა, რათა გადაეწერათ პარტიის ყოფილი მაღალი რანგის წევრის, სანტოს სერდანის ელექტრონული ფოსტა. სერდანი გასულ კვირას იძულებული გახდა გადამდგარიყო კორუფციული სკანდალის ფონზე, რამაც მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
მოსამართლე ლეოპოლდო პუენტემ, რომელიც სერდანისა და ყოფილი ტრანსპორტის მინისტრის ხოსე ლუის აბალოსის წინააღმდეგ ბრალდებებს იძიებს, პარტიას უბრძანა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელებისთვის შენობაში შესვლის უფლება მიეცათ. პოლიცია და მთავრობა აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი რეიდს ან ჩხრეკას არ წარმოადგენდა.
პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ახლო მოკავშირის, სერდანის 12 ივნისს გადადგომამ და კორუფციულმა სკანდალმა მმართველი უმცირესობის კოალიციის დესტაბილიზაცია გამოიწვია.
სანტოს სერდანმა პარლამენტში და სოციალისტურ პარტიაში თანამდებობი დატოვა მას შემდეგ, რაც პოლიციის ანგარიში გაუგზავნა მოსამართლეს. გამოძიების მტკიცებით ამ ანგარიშში ფიგურირებს სერდანის, აბალოსის და ამ უკანასკნელის ყოფილი თანაშემწის, კოლდო გარსიას ჩანაწერები, სადაც ისინი სავარაუდო ქრთამის აღებას განიხილავენ. პოლიციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სერდანი „როგორც ჩანს, პასუხისმგებელი იყო ამ სავარაუდო ქრთამის აღებაზე“. სანტოს სერდანი დანაშაულს უარყოფს.
ფორუმი
