ესპანეთის პოლიციის თქმით, მიაგნეს ირლანდიელი წარმოშობის მხატვრის, ფრენსის ბეკონის მოპარული ხუთი ნახატიდან მეოთხეს, რომლის ღირებულება 5.4 მილიონ ევროს შეადგენს.
2024 წლის თებერვალში, პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც მოპარული ნახატების ფლობაში იყვნენ ბრალდებულები, რისი მეშვეობითაც, გამოძიებამ საბოლოოდ მიაგნო ნამუშევარს მადრიდის ერთ-ერთ ბინაში.
🚩Recuperado un #cuadro de Francis Bacon valorado en 5.000.000 de 💶 sustraído en #Madrid en 2015
➡️Se trata de la cuarta obra de #arte recuperada de las cinco que fueron robadas en un domicilio de #Madrid en el año 2015, valoradas en 25 millones de💶 pic.twitter.com/EKu0bPVssT— Policía Nacional (@policia) May 23, 2024
გამოძების დაწყების დღიდან კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულობის ბრალდებით სულ 16 ადამიანი დააკავეს. კოლექციიდან დაკარგულ 3 ნამუშევარს 2017 წელს მიაგნეს. ნამუშევრების ჯამური ღირებულება 25 მილიონი ევროა.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებულ ჯგუფებთან დაკავშირებულ ესპანეთის მოქალაქეებზე გამოძება გაგრძელდება იმ იმედით, რომ ბოლო, მეხუტე ნახატსაც მალე მიაგნებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნახატები ბეკონის მეგობრისა და ყოფილი საყვარლის, ხოსე კაპელოს ბინიდანაა მოპარული, თუმცა პოლიცია ამ ინფორმაციის დამადასტურებელ კომენტარს არ ავრცელებს.