ესპანეთის პოლიციამ ბრინჯის ტომრებში დამალული 4 ტონა კოკაინი აღმოაჩინა

ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ბრინჯის ტომრებში დამალული ოთხი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.
მათივე ინფორმაციით, გაუვნებლებულია დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და პარაგვაიში მოქმედებდა.
ნარკოტიკი ევროპაში პარაგვაიდან იგზავნებოდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, კონტრაბანდით დატვირთული კონტეინერები ბარსელონის პორტში მიმდინარე წლის დასაწყისში ჩავიდა, თუმცა კოკაინის პარტია ივლისში, კონტეინერების ტრანსპორტირების დროს ტოლედოში აღმოაჩინეს.
ესპანეთის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ესპანეთში რვა პირია დაკავებულია, ორი კი – პარაგვაიში.
1tv.ge