ესპანეთის პარლამენტმა კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ კანონი დაამტკიცა

ესპანეთის პარლამენტმა კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ კანონი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში კანონპროექტს მხარი 177-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 172 იყო.
კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ კანონს ხმა ესპანეთის მემარცხენე კოალიციურმა მთავრობამ, ორმა კატალონიურმა სეპარატისტულმა პარტიამ და სხვა მცირე ზომის პარტიებმა მისცეს, ხოლო კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“ და ულტრამემარჯვენე Vox-მა კანონს მხარი არ დაუჭირა.
კანონის თანახმად, ამნისტია დაახლოებით 370-ს ადამიანს შეეხება, რომლებიც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.
პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონის მიღების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ კანონის განხილვა უმაღლესი სასამართლოების მიერ მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ