ესპანეთის მთავრობამ მიგრაციის რეფორმა დაამტკიცა

ესპანეთის მთავრობამ, მემარცხენე ძალების კოალიციის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა მიგრაციის პოლიტიკის რეფორმა, რომელიც, როგორც ხელისუფლება აცხადებს, მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ახალი წესები დააჩქარებს მიგრანტების ლეგალიზაციის პროცესს და დამატებით შრომით უფლებებს უზრუნველყოფს.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 არალეგალური მიგრანტი მიიღებს ბინადრობის და მუშაობის ნებართვას.
„განკარგულება ხსნის კარებს, რომლებიც ადრე დაკეტილი იყო სამ სფეროში: განათლება, დასაქმება და ოჯახი. სამი სფერო, რომელსაც მივყავართ ინკლუზიისკენ, მაგრამ მაღალი სტანდარტებით სამართლებრივი მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებების კუთხით“ – განაცხადა ესპანეთის სოციალური დაცვისა და მიგრაციის მინისტრმა ელმა საიზმა.
მთავრობა ამბობს, რომ ესპანეთს წელიწადში დაახლოებით 250,000 რეგისტრირებული უცხოელი მუშაკი სჭირდება, რათა შეინარჩუნოს სახელმწიფოს კეთილდღეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…