ესპანეთის მე-2 ტურის მატჩი, რომელშიც შერმადინი თამაშობდა, დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში თამაში დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო. “ბრეოგანი” გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფეს” მასპინძლობდა, როცა დარბაზში წყალი ჩამოვიდა, მოედანი დასველდა და მსაჯმა თამაში შეწყვიტა. ტექნიკური ხარვეზი დროულად ვერ მოგვარდა, რის გამოც თამაში შეწყდა და გადაიდო. მისი ჩატარების დრო მოგვიანებით გამოცხადდება.
“ბრეოგანის” ხელმძღვანელობამ ტენერიფეს ქომაგებს ბოდიში მოუხადა, რადგანაც მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ ლუგოში ამ მატჩის გამო ჩასვლა. გიორგი შერმადინს მეორე პერიოდის სტარტზე 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა დაგროვილი.