ჟურნალისტი ესმა კუნჭულია:
ფეისბუქის პოსტებში წავაწყდი ქალებს, ვინც ნინო დათაშვილის „კბენის“ მიზეზის დადგენას ითხოვს…
ქალები წერენ ამას, ქალები….
რომლებიც „ოცნებით“ დაბრმავებულები ვერ ხედავენ ბრგე სამართალდამცავების უხეშ ხელებში ჩიტივით მოფრთხიალე ქალის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტკივილს და ვერ იგებენ, როგორ იცავდა თავს მიწაზე დაგდებული მასწავლებელი….
ტელეფონის ეკრანებში ჩამძრვრალი ფარისეველი და ჭორიკანა ქალები ვერ უგებენ ქალს, რომელიც ყველა ღონით ცდილობდა თავი დაეხსნა სიუხეშისგან, ტკივილისგან, რეჟიმისგან…
და ვითომ „მზრუნველობით“, ცდილობენ, ფსიქიატრიულად კი არ გამოიკვლიონ, მაგრამ დაადგინონ „კბენის“ მიზეზები…
რა ჰქვიათ ასეთ შეფარული ბოროტების ქალებს?;(((
და რა ჰქვია ნინო დათაშვილს?
რომლის მოსწავლეებიც მზია ამაღლობლის პროცესის მსვლელობისას სასამართლოს ფოიეში გავიცანი და დიდხანს ვისმენდი სიყვარულით სავსე ამბებს ნინო მასწზე…
ქალების, ფარისეველი ქალების ჭორაობებს წავაწყდი ამ დილით ფეისბუქზე და ცრემლი მომადგა………..
რამ დაგაბრმავათ ასე? რას წიწიკნით თქვენს რჩეულ პარტიას ასეთს, რომ ქალური სოლიდარობის ყველა ძარღვი გაგიწყდათ….
ქალები, კაგებეს ეპოქის, ყველაფრის მკადრებელი ქალები ჭორაობდნენ ამ დილით ფეისბუქზე ნინო დათაშვილზე….