ესმა კუნჭულია: ამასობაში, ზღვის სანაპირო ზოლზე შეზლონგების ფასი გაორმაგდა….

ჟურნალისტი ესმა კუნჭულია:
გუშინ იყო ძალიან გრძელი, რთულად გასათავისებელი დღე….
11 საათი ელოდნენ ადამიანები ს სასამართლოს გარეთ 8 თვე უსამართლოდ დატუსაღებული ქალის განაჩენს…. მზია ამაღლობელი 8 თვეა პროცესებზე ფეხზე დგას – საბრალდებო სკამზე არ ჯდება!!!
„სკამი“ ყოველთვის სკამი არ არის!!
სკამიც, სხვა საგნებივით სიმბოლოა, სემიოტიკური ნიშანია ნიშანთა სისტემაში: ზოგისთვის თანამდებობისა და ფულის შოვნის ადგილი, ზოგისთვის კი „სკამზე! დაჯდომა – იმ ბრალის აღიარებაა, რომელშიც უსამართლო სისტემამ გაგახვია!!
11 საათის განმავლობაში მზია ამაღლობელი ფეხზე იდგა!
11 საათის განმავლობაში მე ვესაუბრებოდი გარეთ ბათუმელებს…. და ისინიც ყვებოდნენ დანგრეული მცირე მეწარმეობის, ჩავარდნილი ტურისტული სეზონის, მაფიოზებისა და მათთან დაახლოევებულთა „საგმირო საქმეებს“, გადაუხდელი კრედიტების, დაკეტილი კაფეების, მიტინგზე დაგროვილი ჯარიმების, მიგრანტი რუსების თავხედობის და სხვა ამბებს…
ამ ამბების მოსმენა არ უნდა „მთავრობას“, რომელსაც ასევე სემიოტიკური ნიშანი – სიტყვა „ოცნება“ მითვისებული აქვს…
ამასობაში, ზღვის სანაპირო ზოლზე შეზლონგების ფასი გაორმაგდა…. გამქირავებლები მოსთქვამენ, რიჟვაძის დროს 43 000 ათასად ვქირაობდით სეზონს, ახლა 100 000 გახდაო…
ჩვენი სახლის ქვემოთ, „სპარში“, შავი ქლიავი – 22 ლარი ღირს;)))
ჩვენს თავს ხდება ის, რაზეც არასოდეს გვიოცნებია!!!!
ფუჭი ოცნებების რეალობაში ვცხოვრობთ!!!
ჩვენს თვალწინ იკლავს „ოცნება“ თავს… პოლიტიკური სუიციდი სახეზეა…
საქართველო აუცილებლად გადარჩება!!!
მამულო, საყვარელო!