ესმა გუმბერიძე – შშმ პირთა უფლებებისთვის მებრძოლი უსინათლო აქტივისტი | გვანცა სუთიძის რუბრიკა

ჩვენი შემდეგი რეპორტაჟის გმირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, რომლის ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა ამერიკაში გაცვლითი პროგრამით გატარებულმა ერთმა აკადემიურმა წელმა იქონია. ესმა გუმბერიძე ფლექსის, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ყოფილი მონაწილეა, რომელსაც ოკეანის გაღმა გატარებულმა პერიოდმა კიდევ უფრო მეტი თავდაჯერება შესძინა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაათმაგებული ენერგიით შეუდგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის ბრძოლას.
ესმას ყველაზე კარგად ესმის – რა საჭიროებების წინაშე დგანან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ან რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ გარემო მაქსიმალურად ადაპტირუბული იყოს მათ შესაძლებლობებთან. ესმა და მისი მეგობრები ცდილობენ, სამყარო უკეთესი და უსაფრთხო ადგილი იყოს ყველასთვის.