,, ესე იგი, ძალიან ეტკინათ! ესე იგი სწორია!” – ნიკა გვარამია

პატიმარი წერილს აქვეყნებს:
,,მეგობრებო, “ანტიქართული ოცნება” გადავიდა საბოლოო სტადიაზე და All in შევიდა. ამ სტადიას შეგვიძლია ვუწოდოთ “ან ყველაფერი, ან არაფერი”!
როგორც ჩანს, ქოცებმა ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩე, რომ ოდესმე უკან დავიბრუნოთ. ასეთია დაკვეთა დან და ესაა პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება.
13 სექტემბერის აქციის დაანონსებას “ანტიქართულმა ოცნებამ” სრული ისტერიით და საზოგადოებისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ესე იგი, ძალიან ეტკინათ! ესე იგი სწორია! ესეიგი უნდა ვიყოთ არა ბევრნი, არამედ ყველა!
ჩემი მხარდაჭერა ყველა NGO-ს!
დღეს, რეალურად, მათზე გაკეთებული განცხადებით, “ანტიქართულმა ოცნებამ”, პრაქტიკულად გახსნა პანდორას ყუთი სახელად “სახელმწიფო გადატრიალების საქმე”. რასაც იქედან ამოუშვებს, ყველაფერი უკან უნდა მივუბრუნოთ პროპაგანდას!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ