საზოგადოების ნაწილი განიხილავს ინფორმაციას, რომ ნეტარი მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანი ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი არიან გამოსახული.
თარხან-მოურავის თქმით, ხატზე გამოსახული ქალის და მამაკაცის ვიზუალი მისი და ირმა ინაშვილის ვიზუალისგან სრულიად განსხვავებულია. ეს უარყო ირმა ინაშვილმაც. ამ საკითხს სახალისო პოსტით ეხმაურება “ტაბულას” დამფუძნებელი და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
“ესენი იმდენს იზამენ, ბოლოს ანდრია ჯაღმაიძე მართლა ხმას მომცემს…
თავისი თავებიც რომ შეუცუნცულებიათ სამებაში სტალინთან და მატრონასთან ერთად, მაგაზე უბრალოდ ცუდად ვხდები სიცილით”, – წერს ის.