“ესენი არიან 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ“ – ირაკლი შაიშმელაშვილი

“ესენი არიან 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ“ – ირაკლი შაიშმელაშვილი
კეზევაძე მეძახდა მოღალატეს, (იყო ფიზიკური ანგარიშსწორება) ვიჩხუბე, შეურაცხყოფას მაყენებდა”- ამბობს “ნოდარ მელაძის შაბათთან” ინტერვიუში გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ზემდგომებს სამსახურიდან წასვლის შესახებ აცნობა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.
“მშვიდად ვაპირებდი წამოსვლას, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს. ამ დროს “ხარებას” (ზვიად ხარაზიშვილის) ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა და პროვოცირება სცადა. მას (ზვიად ხარაზიშვილს) ორი მოადგილე ჰყავს – ჩემი კურატორი მოადგილე, მილერი ლაგაზაურია, მეორე მოადგილე მირზა კეზევაძეა. მე მილერისთან მქონდა საუბარი, ავუხსენი, მერე მირზა შემოვიდა, მირზასთან მომივიდა კონფლიქტი. მირზამ უთხრა მილერის, რომ “მოგატყუაო”. როცა დავუფიქსირე რომ კი, ამ პროცესების გამო მივდიოდი, როცა ჩვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს ქუჩაში სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, უბრალოდ აღარ მინდა აქ მუშაობა. “ამბობს შაიშმელაშვილი.
გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ემუქრებოდნენ შვილების ლიკვიდაციით, რის გამოც იძულებული გახდა სამსახურის შემდეგ, უკვე ქვეყანა დაეტოვებინა:
“იყო პირდაპირი და ასევე ირიბი მუქარები. მემუქრებოდნენ შვილებზე. ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ეს წლები მჯეროდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც, შეიძლება, სამართალი ვერ ვიპოვო.” – ამბობს შაიშმელაშვილი
შაიშმელაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქციების დარბევის ბრძანებებს თავად გასცემდეს – „შეიძლება, მისგანაც მოდიოდეს ბრძანებები პირდაპირ… ივანიშვილი თავისთავად ხაზზეა მინისტრთან (ვახტანგ გომელაურთან). ” თქვა შაიშმელაშვილმა.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც აქციაზე არეულობას ქმნიან აქციის მონაწილეები არ არიან – “ესენი არიან 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ.” – ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.
მისივე თქმით, გადადგომის შემდეგ, აქციაზეც იმყოფებოდა – “აქციაზე ორჯერ ვიყავი გასული, მაინტერესებდა, ნიღაბი მეკეთა. ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი, რომელიც ხშირად გადის”.
გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ამ დღეს, გეგმა, რომელიც მათ ჰქონდათ შემუშავებული არ ჩაუშვეს და შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ბედოიძემ მას უთხრა, რომ “ეს თემა ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული”.