“ესაა მწარე სიმართლე” – სამადაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების აქტი ივანიშვილთან გარიგების საფუძველზე გამოიცა და წერს:
ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ ‘გარიგების' შედეგია ივანიშვილის ზებრის შეწყალების აქტი, და ამ აქტის მიზანი ‘ლელოს' განადგურებაა. ანუ რაზე შედგა გარიგება-საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა. რეჟიმის ხელშია ციხის გასაღები. მას კარის გახსნისა თუ ჩაკეტისთვის ისე იყენებს, როგორც უნდა. ესაა მწარე სიმართლე. შეწყალების აქტით ისევე შეგიძლია დააზიანო ოპონენტი, როგორც მისი დაპატიმრებით. ევროპული საქართველო რომ გამოეყო ნაც მოძრაობას 2016 წლის ს შემდეგ, გიგი უგულავა შეიწყალეს, რომელიც ციხიდან გამოსული ევსაქებს შეუერთდა. ბევრი ლაფი ასხეს, გარიგების შედეგად გამოვიდაო. დღეს იგივე ხალხი სხვა აზრზეა. რეჟიმის ამოცანა ოპოზიციის განადგურებაა. ამისთვის კი, ტაქტიკურად ბევრი სხვადასხვა მანევრის შესაძლებლობა აქვს. ესაა ერთადერთი და მწარე სიმართლე, – წერს სამადაშვილი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ