ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბიძინა ივანიშვილის შესახებ:
,,ბიძინა ივანიშვილს ვეჭვობ სანქციები აღელვებდეს, რადგან მას აღელვებს სინამდვილეში პრესტიჟი. პატივმოყვარე ადამიანია და თავისი გამოჩენის შემდეგ, აი, მას შემდეგ რაც მისმა მისტიურმა სახელმა და გვარმა სხეული შეიძინა და განხეულებულ მმართველად წარმოსდგა, ის ამ პატივის დაკმაყოფილების ძიებაშია.
ამიტიმ, ერთადერთი, რაც მას აღელვებს, მისი ფანტასმაგორიული თვითაღქმაა, რომელსაც კაცობრიობა უნდა ემადლიერებოდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ზოგადად, მსოფლიოში, როგორც სამყაროში.
სანქციების საკითხიც მისთვის არა იმდენად ყოფიერების დისონანსია, არამედ პრესტიჟის დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული დელუზიაა.
ბიძინა არც სხვა პოლიტიკოსებზე ბოროტია, არც სხვებზე უფრო თაღლითი, მას საშიშად ხდის მხოლოდ თვითაღქმის განწირულობა, რომელსაც ეჯახება და თავდაცვის რეჟიმში გადაჰყავს. ამ განწირულ თავდაცვას კი ის მისტერიებში გადაჰყავს, რომლის ყოფიერების დისჰარმონიაც ქმნის მის ტოტალიტარულ მენტალობას.
პრესტიჟის ყოფიერება მისი ანომალიური სიურრეალიზმის ესკიზია. ესაა მისი შინაგანი ბრძოლა, ხოლო ბრძოლის ველი და ინსტრუმენტები კი ჩვენ ვართ.
სინამდვილეში ის ჩვენი ხელით საკუთარ სულიერ დისჰარმონიას ებრძვის.
ესაა მისი ტრაგედია და უფრო კი ჩვენი.”
