ესაა ვარდების რევოლუციის მონაპოვარი –

“ხალხის ძალის” წევრი, , “თბილისი პრაიდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის მიერ ილია ჭავჭავაძის ცნობილი ციტატის – “მამული, ენა, სარწმუნოება” შეცვლას და მის ნაცვლად “მამული, ენა, ერთობა”-ს დაწერას, სოციალურ ქსელში აფასებს.
ქადაგიძის თქმით, ეს არის ლომაია-გვარამიას და ბოკერია-რამიშვილის ექსპერიმენტული განათლებისა და ლიბერალური ფაშიზმის შედეგი. მისივე განცხადებით, კარგია, რომ ეს ადამიანები უმცირესობაში არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1937 წლის მსგავსად, განსხვავებული აზრის მქონე პირებს დახვრეტდნენ.
“ტრენინგებზე” ნასწავლი პატრიოტიზმი…
“ჰედ-ლაინებით” გაგებული რაობა…
“ვორქ-შოფებით” შეძენილი პროფესია…
“სოც-ქსელებში” ჩამოყალიბებული პიროვნება…
“ტრენდად” ქცეული სამოქალაქო პოზიცია…
ასეთი გენმოდიფიცირებული თაობა შვა, ლომაია-გვარამიას ექსპერიმენტულმა განათლებამ და ბოკერია-რამიშვილის ლიბერალური ფაშიზმით ნასაზრდოებმა იდეოლოგიამ…
ესაა ვარდების რევოლუციის მონაპოვარი, სადაც სრული სტერილური აზროვნება, გენმოდიფიცირებული ღირებულებები და ფასადური ლიბერალიზმი იქცა, საკუთარი თავის რეალიზების საშუალებად…
მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანები უმცირესობაში არიან, თორემ 37 წელი მონაგონი იქნებოდა ისე დაგვხვრეტდნენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი გაგვაჩნია.
მამული, ენა, სარწმუნოება! ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ