ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხების ზრდა წლიურად 4%-ით შემცირდა – საზოგადოება და ბანკები

2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახლოებით 22 მლრდ ლარით გაიზარდა 31 მლრდ ლარამდე 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით. საშუალო წლიურმა ზრდამ 15% შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდას ჩამოუვარდება (+19%). ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება და ბანკები ავრცელებს.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს (13.4 მლრდ. ლარი) და ფიქსირებული სესხების მოცულობა 58%-ია (18 მლრდ. ლარი) 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით.
გრაფიკი 2. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა (2024 წელი, მლრდ. ლარი) და წლიური ზრდა (%) 2016-2023.
წყარო: ეროვნული ბანკი
2024 წლის 1 ივლისის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.0% შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მაჩვენებელზე (16.0%).
გრაფიკი 3. საშუალო საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 2016-2024.
წყარო: ეროვნული ბანკი