ეროვნულ გვარდიაში სამხედრო – სარიტუალო სამსახურის დღე აღინიშნა

ეროვნულ გვარდიაში სამხედრო – სარიტუალო სამსახურის დღე აღინიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო – სარიტუალო სამსახურს დაარსებიდან 29 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სამხედრო – სარიტუალო სამსახურის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. სარიტუალო სამსახურის პირადმა შემადგენლობამ სტუმრებს საჩვენებელი გამოსვლა შესთავაზა. ღონისძიების ფარგლებში სამხედროების უწყებრივი მედლებით დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.
სამხედრო – სარიტუალო სამსახურის პირველი დანაყოფი – „ცალკეული საპატიო ყარაულის ასეული“ 1996 წლის 8 აპრილს ჩამოყალიბდა, 2022 წლის 23 დეკემბერს საპატიო ყარაულს სახელწოდება შეეცვალა და „სამხედრო – სარიტუალო სამსახური“ ეწოდა. „სამხედრო – სარიტუალო სამსახური“ მონაწილეობს სააღლუმო, სადღესასწაულო, პატივის მიგების, ასევე, უმაღლესი რანგის ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების ცერემონიებში. სამხედრო – სარიტუალო სამსახურში ჩარიცხვამდე მერიტუალეები სპეციალურ შერჩევასა და მომზადებას გადიან.
Previous: სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ ბუტა რობაქიძე მოკლა ს რეჟიმმა და რომ არა ამ მანკიერი ხელისუფლების ცვლილება შემდეგი იქნებოდით თქვენ

ასევე დაგაინტერესებთ

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული