ეროვნულ ბანკში დასაქმებულთა რაოდენობა და სახელფასო ხარჯი გაიზარდა

საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამია, თუკი 2022 წლის 31 დეკემბრისთვის სებ-ში 538 ადამიანი მუშაობდა, 2023 წლის 31 დეკემბრისთვის მისი თანამშრომლების რიცხოვნობა 601-ს შეადგენდა.
დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, ეროვნულ ბანკში გასულ წელს გაიზარდა სახელფასო ფონდიც და 2023 წელს ის 40.9 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 10.5-მილიონიანი ზრდაა (მატება 34%), რადგან 2022 წელს უწყებაში დასაქმებულთა მთლიანი სახელფასო ხარჯი 30.4 მილიონი ლარი იყო,
ანაზღაურებების გარდა თანამშრომლებზე გაცემულმა სხვა სარგებელმა, ანაზღაურებადმა შვებულებამ და ბიულეტენმა ჯამში 3.1 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად, მთლიანი ხარჯი დასაქმებულებზე გასულ წელს 44.1 მილიონ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი ეს რიცხვი 33 მილიონი ლარი იყო.