ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, რომელიც თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს –

საქართველო-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს თბილისის მერი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, რომელიც თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს.მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს და ფეხბურთის მოყვარულ ყველა ადამიანს აჩუქეს საინტერესო თამაშები.დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის.წინ ბევრი გამარჯვება გველოდება!საქართველო, არ გაჩერდე! “, – წერს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლონელი ევროპარლამენტარი – როდის შემდეგ გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? – ამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, მაგრამ შესაძლოა, ეს უბრალოდ სუვერენიტეტის აღდგენაა, შესაძლოა, საღ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება