ეროვნულმა ბანკმა BMatch-ის პლატფორმაზე წელს 329.5 მლნ დოლარი იყიდა

სებ-მა 2024 წლის იანვარ – აგვისტოში 329.5 მლნ დოლარი შეისყიდა BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით მაღალი სავალუტო შემოდინების ფონზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, სებ-ს წელს მაისსა და ივნისში Bmatch-ის მეშვეობით დოლარი არ უყიდია.
2024 წლის თვეების სტატისტიკა ასეთია:
· იანვარი – 8.1 მილიონი დოლარი
· თებერვალი – 77.5 მილიონი დოლარი
· მარტი – 127.9 მილიონი დოლარი
· აპრილი – 73.1 მილიონი დოლარი
· ივლისი – 1.9 მილიონი დოლარი
· აგვისტო – 41 მლნ მილიონი დოლარი.

ასევე დაგაინტერესებთ