“ეროვნულმა ბანკმა ხრიკს მიმართა” – “რეზერვები ქაღალდზე” – რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გასულ, დეკემბრის თვეში უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 324 მილიონი დოლარით გაზრდილა. ნოემბრის თვეში იყო 4, 123 მილიარდი დოლარი, დეკემბერში გახდა 4,447 მილიარდი დოლარი.
რამ გამოიწვია ეს ზრდა-იყიდა ეროვნულმა ბანკმა დოლარები ან ბიუჯეტში შემოვიდა რაიმე სახის უცხოური დახმარება? არა, ასე არ მომხდარა. რაც მოხდა რეზერვების ფიქტიური ზრდაა. კრიტიკულ ზღვარზე დაბლა აღმოჩენილი რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა სხვა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5 პროცენტით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა, დაურეზერვა, ვიდრე მანამდე იყო. ნორმატივი მანამდე შეადგენდა მოზიდული უცხოური ვალუტის მოცულობის 20 პროცენტს, დეკემბერში კი გახდა 25 პროცენტი. ამით, რეზერვების მიცულობა კი გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის წმინდა რეზერვები, მატება მხოლოდ ქაღალდზეა, რადგან რეალურად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაყინული უცხოური ვალუტა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვალდებულებას კომერციული ბანკების მიმართ. საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, რაც უკვე დაწყებულია, რეზერვების ადეკვატურ ზომამდე შევსება შეუძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)