ეროვნულმა ბანკმა ორი მიკროსაფინანსო დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა, „კროს კრედიტი“ 8 600 ლარით, ხოლო MJC კი – 10 000 ლარით.
„კროს კრედიტის“ შემთხვევაში დაჯარიმება გამოიწვია 2 შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ დოკუმენტაციის წარუდგენლობამ. ასევე, ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი დაირღვა 3 შემთხვევაში.
სებ-ის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ კლიენტთან მიმართებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლას.
ჯამში, კროს კრედიტი მარეგულირებელმა 8 600 ლარის ოდენობით დააჯარიმა.
MCJ-ის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MCJ 10,000 ლარით „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს დარღვევის 5 შემთხვევის გამო დაჯარიმდა.