ეროვნულმა ბანკმა „ლიბერთი ბანკი“ 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში გასული წლის 29 დეკემბერს „ლიბერთი ბანკი“ 75 000 ლარით დააჯარიმა.
სებ-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, დაჯარიმების მიზეზები შემდეგია:
· შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 7 შემთხვევა;
· „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების 1 კლიენტთან მიმართებით დარღვევა. (არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება);
· „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების გამოვლენისა და სამსახურისთვის წარდგენის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის ხარვეზებით ფუნქციონირება;
· 1 კლიენტთან მიმართებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის N1 ბრძანებით დამტკიცებული “ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის” მე-3 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა.
ცნობისთვის, 2023 წელს მარეგულირებელმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 4 ბანკი დააჯარიმა, 2022 წელს კი 7 ბანკი.

ასევე დაგაინტერესებთ