ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი „ფეი უნიქარდი“ ჯამში 39 500 ლარით დააჯარიმა.
როგორც სების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიას ფინანსური სანქცია შემდეგი მიზეზები დაეკისრა:
· შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა;
· 10 კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა მათი ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დოკუმენტურად დადგენა;
· 1 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა პროვაიდერის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება;
· 1 კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა კლიენტის ქონების შესახებ მოპოვებული დოკუმენტების შენახვა.
კომპანია „ფეი უნიქარდი“ 2016 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი პრივილეგირებული მეწილე ნანა ქებურიაა. თუმცა, დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ჩვეულებრივი მეწილეები ასევე არიან: სულხან პაპაშვილი – 30%, ვოლოდიმირ ნოსოვი – 50% და ლაშა პაპაშვილი – 20%-მდე. კომპანიის დირექტორია სულხან პატარიძე.